მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში აღუდგება - წყალმომარაგების კომპანია

5e16c6077d5e7
BM.GE
09.01.20 10:19
1136
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანს წყლის მიწოდება დღის განმავლობაში აღუდგება. 

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია. ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.