26.თებერვალი .2021 20:00

ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო

ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო
views 203
უკან

დღეს, ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპის პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა. ეტაპი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS ) ეგიდით და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაცია გაიარა და ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლება დღეს 32 ბიჭმა და 16 მა გოგომ მოიპოვა. ხვალ გაიმართება ფინალური ეტაპი, 28 თებერვალს კი ისტორიაში პირველად სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.

აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებით ჩვენი ქვეყანა ერთი ნაბიჯით უახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2023 წელს საქართველოში გაიმართება თავისუფალი სტილით სრიალში.

ტურნირში 134 სპორტსმენი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან - ავსტრია; ბელგია; კანადა; ჩეხეთი; ბრიტანეთი; იაპონია; შვეიცარია; შვედეთი და აშშ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა