დღეს ლარის ქცევა არის კრიტიკულ სიტუაციაში -ასე აფასებს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ პოზიციონირებას. ძნელაძის თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურების საფუძველს არ იძლევა და ლარზე ძირითადად შოკური მდგომარეობა მოქმედებს.
"დღეს ლარის ქცევა არის კრიტიკულ სიტუაციაში, ანუ არ არის პროგნოზირებადი ქცევა იქიდან გამომდინარე, რომ მცოცავი კურსია ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, არ არის ჯერჯერობით ის მომენტი, რომ შესაძლებელია პროგნოზი გაკეთდეს. რა გადაწყვეტლებებიც უკვე იყო მიღებული, როგორც იცით, საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აქვს სებ-ს და რეალურად დღეს უკვე რეფინანსირების განაკვეთი არის 9%, არ იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს ლარი. მიუხედავად ამისა, ლარის გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ანუ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე. დღეს საუბარი, რომ რაიმე ფუნდამენტურმა ფაქტორმა იმოქმედა, აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს არის შოკური მდგომარეობა, შოკურ მდგომარეობაში არის კონკრეტული ქცევა, რაც ზემოქმედებს ლარზე", - აცხადებს ძნელაძე.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ლარის დასასტაბილურებლად გუშინ განხორციელებულ ინტერვენციას, როცა ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა, ძნელაძის შეფასებით, ეს ინტერვენცია "ცალსახად იმის გამოხატულებაა, რომ მთავრობა და სებ-ი ცალსახად მზად არის ჩაერიოს პროცესში და უზრუნველყოს არამხოლოდ კურსის ცვალებადობა, არამედ უზრუნველყოს. სხვადასხვა მეთოდებით ეკონომიკის სტიმულირება და რეალურად შექმნას ის მოტივაცია, რომ ლარმა შეძლოს დასტაბილურება".
შეგახსენებთ, ბოლო 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 40 თეთრით გაუფასურდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას