მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბატონმა კაკიმ თავისი გადაწყვეტილება მიიღო" - რომან კაკულია აკაკი ზოიძის წასვლაზე

5de531590ebf7
BM.GE
02.12.19 20:42
1031
„სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა, მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო“- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის პარლამენტიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვისაც ის ფაქტი, რის გამოც ბატონი კაკი წავიდა, არ არის ეს იოლი ფაქტი. გავიგე.. გასაგებია, რომ საკმაოდ მძიმე რეპუტაციული ტვირთია ეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რომელიც პლუსებში ჩაეწერა “ქართულ ოცნებას“.

„მიუხედავად იმისა, რომ მე დავუჭირე მხარი, დღესაც პროპორციული აჩევნების მომხრე ვარ და კიდევ რომ შედგეს კენჭისყრა, ისევ პროპორციულ არჩევნებს დავუჭერ მხარს. მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი შეფასების კრიტერიუმი ყოველთვის იყო, რა შედეგებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ ნებისიერ გადაწყვეტილებებისგან. ბატონმა კაკიმ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მე მას პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.