ორი შესრულებული, ერთი შეუსრულებელი რეფორმა - ასე შეაფასა ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის საქმიანობა. ცნობისთვის, აზარაშვილის მიერ პოსტის დატოვების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
„ჩემი აზრით, ორი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა ზურაბ აზარაშვილის დროს. ეს არის DRG და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა. ამ რეფორმების ფარგლებში ოპტიმალურ შედეგამდე შორს ვართ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო.
რა თქმა უნდა, პრობლემებიც იყო... რაც შეიძლებოდა და არ გაკეთდა, ეს პირველად ჯანდაცვის რეფორმაა...“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კითხვაზე - რა უნდა გაითვალისწინოს ახალმა მინისტრმა, ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ისურვებდა ახალმა მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გაატაროს.