მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბატონო დავით, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება - ტიკარაძის პასუხი სერგეენკოს

5fe1ff57b8b2f
ინგა მურუსიძე
22.12.20 22:40
1264
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ, მოქმედი მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს ორი კითხვით მიმართა, ერთი ეხებოდა ქრონიკული დაავადებების ბიუჯეტის ოდენობას და მეორე, რა როლი აქვს ჯანდაცვის სისტემაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებას.

ეკატერინე ტიკარაძემ სერგეენკოს უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გამოცდილება ამ საკითხებში საკანონმდელო კუთხით პროდუქტიული კუთხით აისახება:

„ბატონო დავით[სერგეენკო], ქრონიკულ მედიკამენტებს რაც შეეხება. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამასთან მიმართებაში, მიხარია, რომ ხართ ჯანდაცვის კომიტეტში და დარწმუნებული ვარ, ეს საქმიანობა ბევრად ეფექტური იქნება. ვინაიდან, ის გამოცდილება, რაც თქვენ გაქვთ მიღებული, საკანონმდებლო რგოლში გაცილებით პროდუქტიულად მოგვცემს საშუალებას, ერთობლივად მუშაობისთვის. რა თქმა უნდა არაგადამდები დაავადებებიც არ დაგვავიწყდება, ესეც არის ჩვენი პრიორიტეტი და ამ კუთხით სამინისტროს კურსი არის უცვლელი. ამას გიდასტურებთ აქედან“, - მიმართა ტიკარაძემ სერგეენკოს.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ 2019 წელს შეცვალა.