მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 501 აქტიური შემთხვევა – 3 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

5fa18ddeda4f5
თამთა ჯიჯავაძე
03.11.20 23:50
1015
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 3 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 501 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 943 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 28 633-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 362-ს შეადგენს, მათ შორის 20 პაციენტი დღეს გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 3 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 080 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 264 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშა კი 4 253 პირია.