28.იანვარი .2022 20:30

ბათუმის მერიას მთავრობის მიერ განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ავტომობილები ემსახურება - აუდიტი

ბათუმის მერიას მთავრობის მიერ განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ავტომობილები ემსახურება - აუდიტი
views 484
უკან

ბათუმის მერიას მთავრობის მიერ განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ავტომობილი ემსახურება - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2019-2020 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ბათუმის მერიას, სადაც შტატით 170 ადამიანი არის დასაქმებული, 12 სამორიგეო ავტომობილი და 5 თანამდებობის პირზე გაპიროვნებული ავტომობილი ემსახურება, თუმცა როგორც აუდიტის სამსახური წერს, სამორიგეო ავტომობილების რაოდენობა 6 ავტომობილით მეტია, ვიდრე ამას საშტატო რიცხოვნობასთან მიმართებით სამორიგეო ავტომობილების რაოდენობის შესახებ მთავრობის მიერ განსაზღვრული ნორმა ითვალისწინებს. ამის გამო, ბათუმის მერია წელიწადში თითქმის 21,000 ლარით მეტს ხარჯავს, ვიდრე დახარჯავდა იმ შემთხვევაში, თუკი მას იმდენი ავტომობილი მოემსახურებოდა, რამდენიც მთავრობის მიერ არის რეკომენდებული. 

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაყოფილია პერსონალურ (განპიროვნებულ) და მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებებად. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით განსაზღვრულია საწვავის ლიმიტი, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები. კერძოდ, არსებული ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად, მერიის კუთვნილი მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 2019 წელს − 9, ხოლო 2020 წელს 6 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციით განსაზღვრულ სარეკომენდაციო მაჩვენებელს.

მერიის მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, აუდიტის პერიოდში გაწეული დანახარჯების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო რეგულაციის გათვალისწინების პირობებში, 2019-2020 წლებში შესაძლებელი იქნებოდა, საშუალოდ, 20,916 ლარის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა," - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.