სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტში საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების სისტემური ხარვეზი არსებობს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების პროცესი ხარვეზებით წარიმართა, რის გამოც ადგილობრივმა ბიუჯეტმა 782 ათას 200 ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.
საქმე ის არის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2022 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები ზოგ შემთხვევაში დარღვეულია. კერძოდ, 60 ხელშეკრულების შემთხვევაში, საერთო ღირებულებით − 10,593.0 ათასი ლარი, მიმწოდებლებმა სამუშაოები დაგეგმილ ვადებში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვერ დაასრულეს, რის გამოც დაერიცხათ 610.6 ათასი ლარის ჯარიმა. მუნიციპალიტეტის საქმიანობა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების მხრივ გამოირჩევა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტმა ამოიღო მხოლოდ 8.6 ათასი ლარის ჯარიმა.
საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზი გამოვლინდა სხვადასხვა მიმართულებით:
• მერიაში სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების დოკუმენტს ადგენდნენ და სრულ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ისე, რომ მიმწოდებლებს საჯარიმო თანხები არ ჰქონდათ გადახდილი. ხელშეკრულებების შესრულების დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მიმწოდებლების უმეტესობამ საჯარიმო თანხა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ არ გადაიხადა. კერძოდ, 2021 წელს 20 მიმწოდებელს დაერიცხა სულ 102.5 ათასი ლარის ჯარიმა, საიდანაც თანხა – 2.2 ათასი ლარი, გადაიხადა მხოლოდ ხუთმა სუბიექტმა; 2021 წელს 508.1 ათასი ლარით დაჯარიმდა 29 მიმწოდებელი. თანხა – 6.4 ათასი ლარი, გადაიხადა მხოლოდ შვიდმა სუბიექტმა;
• გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტს უფლება ჰქონდა დადგენილ ვადაში გადაუხდელი პირგასამტეხლოს თანხა მიმწოდებლისათვის დაეკავებინა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და გაექვითა ურთიერთმოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებლები, როგორც წესი, საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჯარიმებს არ იხდიდნენ, მერიამ თანხის წინასწარი დაკავების მეთოდი არ გამოიყენა და ჯამური 610.6 ათასი
• საჯარიმო თანხების მისაღებად მუნიციპალიტეტი იყენებდა მხოლოდ წერილობით მიმართვას, რაც ვერ უზრუნველყოფდა სათანადო შედეგს. კერძოდ, 2021-2022 წლებში დარიცხული 610.6 ათასი ლარიდან მუნიციპალიტეტმა ვერ ამოიღო 602.0 ათასი ლარი.
ჯარიმის გადაუხდელობის, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს უნდა მიემართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების შავ სიაში დასარეგისტრირებლად. მერიას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
მიმწოდებლების მიმართ სათანადოზომების გაუტარებლობის გამო, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა სახელმწიფო შესყიდვებთან შეუსაბამო პრაქტიკა. კერძოდ, საწარმოები არასრულებდნენ ხელშეკრულების პირობებს, მაგრამ არ ემუქრებოდათ შავ სიაში დარეგისტრირების რისკი. შესაბამისად, მიმწოდებლებს ეძლეოდათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიეღოთ სხვა შესყიდვების პროცედურებშიც ისე, რომ შეუსრულებელი ჰქონდათ წინა შესყიდვების ვალდებულებები, მაგალითად: ი/მ ირაკლი ჯიქურაშვილმა 2021-2022 წლებში გაფორმებული 4 ხელშეკრულების ფარგლებში დაარღვია შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადები და დაეკისრა, ჯამში, 3.9 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია. ი/მ-მ ჯარიმები არ გადაიხადა. მიუხედავად ამისა, მერიას არ უმსჯელია მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, 2021-2022 წლებში მეწარმესთან გააფორმა 13 ხელშეკრულება39 და სრულად აუნაზღაურა სამუშაოების ღირებულება − 722.9 ათასი ლარის ოდენობით; მათ შორის, 7 შემთხვევაში მერიამ თავად შეარჩია აღნიშნული არაკეთილსინდისიერი მიმწოდებელი და ხელშეკრულებები გამარტივებული წესით გაუფორმა.
დასკვნა: ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტი ახორციელებდა სისტემური ხარვეზებით. პროცესი გაუმართავია როგორც ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების, ასევე შემსყიდველი სუბიექტის შემდგომი რეაგირების კუთხითაც. აღნიშნული ნაკლოვანების გამო მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო 782.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
აუდუტის რეკომენდაციის მიეხდვით, მერიამ უნდა შეიმუშაოს წესი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურადუნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები; ამასთანავე, არ დაუშვას არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმება და საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის მიერხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას, მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.