29.ნოემბერი .2022 13:00

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება გაიმართა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება გაიმართა
views 247
უკან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „ბათუმი - 2022“ გაიმართა. სწავლება, სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა.

მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, თვითმფრინავის ავარიული დაშვება, ასევე სტიქიური უბედურება და ხანძარი, ხოლო მეორე ეტაპით - აეროპორტის მიწისზედა ობიექტებზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა.

სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ შპს „ბათუმის აეროპორტი“; შპს „საქაერონავიგაცია“; შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების ბათუმის განყოფილება; შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფი, განაღმვის ჯგუფი; შპს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ და შპს „ქალაქ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.