მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში I კვარტალში 4 273 ბინა გაიყიდა - როგორი იყო ბინების საშუალო გასაყიდი ფასი?

643921e24dc17
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.23 14:06
4736
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბათუმში 4 273 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია.
Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის ვებგვერდ recov.ge-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 55%-ით გაიზარდა და 186 მილიონი დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 24%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 725 დოლარამდე გაიზარდა.

სეგმენტების მიხედვით, ბათუმში ყველაზე მეტად მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა. მატებამ 188% შეადგინა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობის 34% და 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის I კვარტალში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Recov.ge-ს მონაცემებით, მხოლოდ მარტში, ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობა, გასული წლის მარტთან შედარებით 16%-ით, 1,399 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 32%-ით გაიზარდა და 63 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბათუმში 2023 წლის მარტში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.