მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში III კვარტალში ბინების გაყიდვები შემცირდა - როგორი იყო ძველი და ახალი ბინებში მ²-ის საშუალო ფასი?

ბინები

III კვარტალში, ბათუმში ჯამურად 3 871 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. ბაზრის ზომა კი 19%-ით შემცირდა და 164 მილიონი დოლარი შეადგინა.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, ბათუმში ივლის-სექტემბრის განმავლობაში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბინების ფასს, ახალაშენებული ბინების საშუალო ღირებულება 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 969 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 711 დოლარამდე გაიზარდა.

საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, მხოლოდ სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 31%-ით, 1,163 ერთეულამდე შემცირდა. ბაზრის ზომა კი 30%-ით შემცირდა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 7%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 940 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 751 დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები