მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული აშენდება - თორნიკე რიჟვაძე

614794d8138ec
BM.GE
19.09.21 23:49
2873
„ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება“ - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ „იმედზე“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, - განაცხადა რიჟვაძემ "იმედზე" გადაცემაში „ნოესთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები