18.მაისი .2021 17:25

ბათუმში პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები 84%–ით გაიზარდა - Recov.ge

ბათუმში პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები 84%–ით გაიზარდა - Recov.ge
views 456
უკან

ბათუმში, 2021 წლის პირველ კვარტალში 2 205 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. 2019 წელთან შედარებით კი - 9%-ით მეტია - ამის შესახებ Colliers International Georgia-ს მიერ უძრავი ქონების სპეციალურ ვებგვერდზე Recov.ge-ზე განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბაზრის ზომა 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5%-ით შემცირდა, ხოლო 2019-ის პირველ კვარტალთან შედარებით - 8%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება თვეების მიხედვით ბინების გაყიდვებს, 2021 წლის მარტში ბათუმში 1 017 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით, 2019 წელთან შედარებით კი - 28%-ით მეტია. 

„2021 წლის აპრილში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 805 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 17%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

2021 წლის აპრილში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 33%-ით, 6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 59%-ით გაიზარდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 84%-იანი ზრდა განიცადა. პრემიუმ ტრანზაქციების დაახლოებით მესამედი Orbi City-ს პროექტში დარეგისტრირდა“, - აღნიშნულია recov.ge-ს განახლებულ მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა