მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, სექტემბერში ბინების გაყიდვები 2020 წელთან შედარებით გაიზარდა - Recov.ge

6179461ece810
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.21 21:21
649
Colliers Georgia-ს უძრავი ქონების აღდგენის სპეციალურ ვებგვერდზე საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში, 2021 წლის სექტემბერში 1,048 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 28%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი - 19%-ით ნაკლები.

ამასთან საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა, 2020 წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და მოცულობამ 45 მლნ დოლარი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით კი 20%-ით შემცირდა.

აღსანიშნია, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 911 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია, ხოლო 2019-თან შედარებით 2%-ით ნაკლები. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 2020 და 2019 წლებთან შედარებით 40% და 2%-ით გაიზარდა.

2021 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, 2019-თან შედარებით კი 24%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ახალაშენებული ბინების სეგმენტებს, ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 62%-ით, 2019-თან შედარებით კი 16%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტის ტრანზაქციების რიცხვი 2020-თან შედარებით 1%-ით გაიზარდა, 2019-თან შედარებით კი 55%-ით შემცირდა. ხოლო პრემიუმ სეგმენტმა 2020 და 2019 წლებთან შედარებით 28% და 54%-იანი კლება განიცადა.