მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ტრანზაქციების რიცხვი 10%-ით შემცირდა - Colliers Georgia

619c847d40ff3
თათია ჩაფიჩაძე
24.11.21 09:00
714
Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში 1,027 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 882 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 12%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.

2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 50%-ით, 7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

თბილისისგან განსხვავებით გასულ თვეში ბათუმში გაყიდვების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით ყველა სეგმენტში შემცირებულია. ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია, მედიუმსეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 26%-ით შემცირდა, პრემიუმ სეგმენტში კი კლება 7%-ია.