მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს

5f1aacb9c5c2d
ელენე გოგბერაშვილი
24.07.20 13:51
2945
საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, სადაც ცენტრალური ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ აცხადებს.

მიკროსაფინანსო ბაზარზე ცვლილებები ახალი არ არის. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 19-ზე მეტი მისოს ლიკვიდაცია დაიწყო. ბაზარზე ცვლილებები ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდებოდა, რომელთა დანერგვაც ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში მოხდა. ამ რეგულაციების გამო, ონლაინ-სესხების პორტფელი მკვეთრად შემცირდა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე 41 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. 

2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, აქტივების ზომის თვამსაზრისით უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” იყო, რომლის აქტივებიც 411 მილიონ ლარს, მთლიანი სასესხო პორტფელი კი 310 მილიონ ლარს აჭარბებს. ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე “რიკო ექსპრესია”, რომლის აქტივებიც 366 მილიონი ლარს, სასესხო პორტფელი კი 271 მილიონი ლარს შეადგენს.

ჯამურად, სფეროს აქტივები პირველი კვარტლისთვის 1.45 მილიარდ ლარს შეადგენდა.