მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა

62fa51fd5aab4
BM.GE
15.08.22 18:21
630
12 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის" ფინალისტებს უმასპინძლა.

კონკურსი ეროვნული ბანკის, პორტალ FinEdu.gov.ge-ს, ბაზისბანკისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამებში მათი ჩართულობის ზრდა იყო. ახალგაზრდებმა, ფინანსური განათლების სწავლების მიზნით, საკუთარი იდეები წარმოადგინეს. კონკურსის ფარგლებში 60-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა და ღონისძიებაზე მათ თავად წარადგინეს საკონკურსო იდეები.

კონკურსის პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის თორმეტივე ფინალისტს, ბაზისბანკმა, ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებული, 2,000 ლარით დააჯილდოვა.

ახალგაზრდების ფინანსური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. წელს უკვე მეორედ, საქართველოში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსით აღინიშნა, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
(R)