13.მაისი .2022 09:00

BDO და Microsoft-ი, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისთვის, სტრატეგიულ ალიანსს აფართოებენ

BDO და Microsoft-ი, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისთვის, სტრატეგიულ ალიანსს აფართოებენ
views 574
უკან

BDO-მ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული ალიანსის გაფართოების შესახებ. ამ გლობალური კოლაბორაციის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივად იმუშავებენ BDO-ს კლიენტებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. ალიანსი სამ მიზანს ემსახურება:

• BDO-ს საშუალო ბაზრის კლიენტებისთვის ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკის შეთავაზება
• Microsoft-ის ღრუბლოვანი სისტემების გამოყენება BDO-ს ფირმების ციფრული სერვისების აქსელერაციისთვის
• Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების მიწოდება ფართო აუდიტორიისთვის.

ბიზნესგარემოს მზარდი კომპლექსურობა და მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკოლოგიური გამოწვევები მოითხოვს ახალ, ინვოაციურ მიდგომებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესის საჭიროებების თვალსაზრისით. ამ სამწლიანი შეთანხმების ფარგლებში Microsoft Azure-ის, Microsoft 365-ის და Dynamics 365-ის გამოყენებით, BDO გააფართოვებს ციფრული სერვისების და გადაწყვეტილებების სპექტრს BDO-ს კლიენტებისთვის მსოფლიო მასშტაბით.

მსოფლიოს 164 ქვეყანაში, ნებისმიერ სექტორსა და ინდუსტრიაში, BDO-ს კლიენტებს კომპანიის მდიდარი გამოცდილებით და მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში გამოიყენონ Microsoft-ის ღრუბლოვანი სისტემები, მონაცემთა მართვისტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, უსაფრთხოების და შესაბამისობის ინსტრუმენტები. ეს ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში იმ კლიენტების რიცხვი, რომლებიც BDO-ს მომსახურებით სარგებლობენ მონაცემთა დაცვის და შესაბამისობის მიმართულებით, 775 ათასს გადააჭარბებს. ხელოვნური ინტელექტის და Microsoft-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გაფართოებული შესაძლებლოების გამოყენება ასევე დაეხმარება BDO-ს პროფესიონალებს, კლიენტებს შესთავაზონ საინტერესო გადაწყვეტები ბიზნესის განვითარების და საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნის პროცესში. უფრო მეტიც, Microsoft-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, მათ შორის მდგრადობის, ფინანსური სერვისების, ჯანდაცვის და საცალო ვაჭრობის სისტემების გამოყენებით, BDO კლიენტებს შესთავაზებს ინდუსტრიაზე მორგებულ სპეციფიურ გადაწყვეტილებებსა და მომსახურებებს, რაც მათ ბიზნესის ტრანსფორმაციასა და ზრდაში დაეხმარება.

ბოლო წლების განმავლობაში BDO-მ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო საკუთარი ციფრული ექსპერტიზის და სერვისების განვითარებაში. Microsoft-თან მჭიდრო კოლაბორაცია უფრო მეტად ეხმარება კომპანიას, ფოკუსირდეს უცვლელ მისიაზე - people helping people.

BDO-მ უკვე მასიურად ჩართო Microsoft-ის გუნდები თანამშრომლებთან კოლაბორაციაში სხვადასხვა ბაზრებსა და დისციპლინებში. BDO-ს პროფესიონალები ისარგებლებენ Microsoft’s Enterprise Skills Initiative-ით თავიანთი ტექნიკური უნარების დასახვეწად, Microsoft-ის გადაწყვეტილებების უკეთ შესასწავლად და სერტიფიცირებისთვის, რომ ეფექტურად დაეხმარონ კლიენტებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger), BDO-ს გლობალური CEO: „მოხარული ვარ ჩვენი სტრატეგიული ალიანსის გაძლიერებით Microsoft-თან. ორი ლიდერი ბრენდის ასეთი დაახლოვება დიდ შესაძლებლობებს გვპირდება ორივე მხარეს, ჩვენ კი გლობალური მისიის შესრულებაში გვეხმარება. Microsoft-ის მხარდაჭერით BDO ნერგავს ბიზნეს საკონსულტაციო და ციფრულად მართული მომსახურებების ინოვაციურ შეთავაზებებს, რითაც კიდევ უფრო აუმჯობესებს ციფრულ მიმართულებებს და სრულიად ახლებურად უდგება ბიზნესის მართვის პროცესს გლობალურად და ლოკალურად, სხვადასხვა ქვეყანაში. Microsoft-ის ტექნოლოგიების გამოყენება BDO-ს სერვისებში მეტ ღირებულებას შეუქმნის ჩვენ კლიენტებს ბიზნესის განვითარების პროცესში.“

როდნი კლარკი (Rodney Clark), Microsoft-ის კორპორაციული ვიცე პრეზიდენტი, გლობალური გაყიდვების ხელმძღვანელი: „Microsoft-ისთვის სასიამოვნოა BDO-სთან კოლაბორაცია. ეს არის მყარი, საიმედო ბიზნეს კონსულტანტი საშუალო ბაზარზე, რომელიც მჭირდოდ თანამშრომლობს ამ სექტორის კლიენტებთან. BDO-ს მრავალმხრივი ბიზნეს ექსპერტიზა და Microsoft-ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების და სერვისების კომბინაცია წარმატებული ტრანსფორმაციის და ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიზნესებისთვის მსოფლიო მასშტაბით.“
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა