მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსში ეკონომიკური პრობლემები მწვავდება

5f3554f558a20
ნათია თაქთაქიშვილი
13.08.20 21:00
1393
ბელარუსში სადავო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ეკონომიკური პრობლემები მატულობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები არც არჩევნებამდე აკლდა, მართალია საშუალო ყოველთვიური ხელფასი ბელარუსში 50 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ ეს 2010 წელს იყო და მას შემდეგ დიდად აღარაფერი შეცვლილა.

შესაბამისად, ლუკაშენკოს ერთ დროს პოპულარულმა დაპირებამ „500 აშშ დოლარი ყველას“ ძალა დაკარგა და მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

გამოცემა Washington Post-ი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს როგორც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ მოიხსენიებს, რომელიც 26 წელია ქვეყნის სათავეშია და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ბერკეტებს აკონტოროლებს, და რომლის მეშვეობითაც რუსეთი ნავთობს აგზავნის.

Reuters-ი წერს, რომ ლუკაშენკომ ამომრჩევლის სიმპათია ვერც კორონავირუსთან ბრძოლით დაიმსახურა, რადგან ის ვირუსს როგორც „ფსიქოზს“ ისე აფასებს.

„ხალხი დაიღალა, მათ სიახლე და ცვლილებები სჭირდება, ასევე რაიმე სახის განვითარება“, - განაცხადა ფინანსური კომპანია Alpari Eurasia-ს ანალიტიკოსმა ვადიმ იოსუბმა.

კორონავირუსის ფონზე, ბელარუსის ეკონომიკა რეცესიაშია, თუმცა ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის ეკონომიკა 3-4%-ით გაიზრდება, თუ ბელარუსი 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

Reuters-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის ეკონომიკა 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა 2010-2020 წლიან პერიოდში. თუ ქვეყნის მსყიდველობითი ძალა 73% შეადგენდა 2012 წელს, ის ამჟამად 60%-ით არის შემცირებული.

„ლუკაშენკომ ბელარუსის ხალხს წაართვა როგორც პოლიტიკური თავისუფლება, ასევე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც“, - აცხადებს Alpari Eurasia-ს ანალიტიკოსი.