მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბექაური უზურპატორია - მარეგულირებლის 2019 წლის ანგარიში აგებულია ტყუილზე“- ჯოხთაბერიძე

5f08773e64d9a
BM.GE
10.07.20 18:11
1578
მაგთიკომის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს  უზურპატორს უწოდებს და ამბობს, რომ მარეგულირებლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში ტყუილზეა აგებული. ჯოხთაბერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ანგარიშის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია წარმოადგინა.

„ის, რაც თქვენ დაგეგზავნათ- აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს, მოთავსებულია ამ ანგარიშში. შიგნით დევს დისკი, სადაც ელექტრონული ვერსიაა, ამასა და ამას შორის განსხვავება არის ის, რომ აქ არის 106 გვერდი, იქ არის 142 გვერდი. რაც არ აწყობდა გადაიტანა ელექტრონულ ვერსიაში. მათ შორის ძირითად ნაწილში, სადაც 2019 წლის შედეგებზეა საუბარი, კავკასუს ონლაინზე საერთოდ არაფერია ნათქვამი და გაკვრითაა საუბარი ელექტრონულ ვერსიაში. უზურპატორია რა, ნატურალური უზურპატორი, მოახერხა ის ამბავი, რომ თელია სონერა და მეტრომედია გავიდა ბაზრიდან, აღარ გვინდაო“-თქვა ჯოხთაბერიძემ.

ბექაური ჯოხთაბერიძეს: როდის გავხდი უზურპატორი, 6 წელია შენისთანა მემარჯვენე თავმჯდომარე არ მინახავსო მეუბნებოდი!
ჯოხთაბერიძე: მემარჯვენე ხარ შენთვის!