“მაგთი” საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებით მიმართავს. კომპანიის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური შესაძლოა არღვევდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მოთხოვნებს.
საქმე ეხება კახი ბექაურის მიერ საქართველოს წამყვანი საცალო ვაჭრობის ქსელის “ორი ნაბიჯის 33.33%-იანი წილის ფლობას და მართვას. კახი ბექაურის მიერ 2023 წელს შევსებული 29-გვერდიანი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან “ორი ნაბიჯიდან” 2022 წელს 14,820,782 ლარის დივიდენდი მიიღო. თუმცა, როგორც მაგთის განცხადებაში არის აღნიშნული ბექაური კომპანიის წილების როგორც მფლობელი, ასევე მმართველია, თუმცა კანონმდებლობის მოთხოვნით მას აღნიშნული პაკეტი მართვისთვის სხვა პირზე უნდა ჰქონდეს გადაცემული.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “მაგთის” განცხადებაში არის საუბარი, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ “მედიაკადემიას” უკავშირდება, სადაც მოწვეული სპიკერი კომისიის მეუღე ეკატერინე ბერიძე იყო, ასევე “მაგთი” მიუთითებს იმაზე, რომ 2022 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კახი ბექაური ფლობდა წილს “სხვა არხში”, რომელთან დაკავშირებითაც “მაგთი” მიუთითებს რომ აღნიშნული კომპანია მისი სახელიდან გამომდინარე შესაძლოა იმ სფეროში საქმიანობდა, რომლის მარეგულირებელიც თავად კომისიაა.