მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა, რომ სახელმწიფო კარგი ინვესტორი არაა" - სოსო ფხაკაძე

60631b2b976c3
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 19:40
1086
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სამთავრობო პროგრამის -  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოებას დადებითად აფასებს და აქვს მოლოდინი, რომ კომპანიების მხრიდან ინტერესი იქნება.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ არასტრატეგიული აქტივების პრივატიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო კარგი ინვესტორი არ არის.

„საინტერესო პროექტია პირველი იმიტომ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც კარგია; მეორე - ნებისმიერი აქტივი, რომელიც დღეს იყო გამოტანილი, არ არის ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში და ეს პროექტების პრივატიზების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და მესამე - მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ბევრი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა, რომ სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი. ამიტომ თუ რამე გააჩნია სახელმწიფოს თავის ბალანსზე, ნებისმიერი საწარმო იქნება თუ მატერიალური აქტივი, კარგი იქნება თუ კერძო სექტორს გადაეცემა. სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს სტრატეგიული აქტივები, მაგრამ არასტრატეგიული აქტივი სახელმწიფომ კერძო სექტორს უნდა გადასცეს, რამეთუ კერძო სექტორი ამ აქტივებს კარგად მოუვლის, შექმნის სამუშაო ადგილებს, ჩადებს ინვესტიციას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ძალიან ბევრი ობიექტი იყო წარმოდგენილი და რასაკვირველია, კომპანიების მხრიდან იქნება დაინტერესება და, სავარაუდოდ, პროცესი კარგად უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.