მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი კვლავ უმსხვილესი პანამელი ინვესტორია

5e677cfde1ad7
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.20 19:11
1996
2019 წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $1.26 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში “ტურიზმის განვითარების ფონდიც” შედის, რომელიც საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურიდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში პანამიდან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა $78.1 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ტურიზმის განვითარების ფონდზე მოდის.

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების რეიტინგი ასეთია (ინფორმაცია მოწოდებულია რიგითობის გარეშე):
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; 
  • შპს მაგთიკომი; 
  • სს RMG Copper; 
  • შპს ტოიოტა კავკასია; 
  • შპს აჭარ ენერჯი-2007; 
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია; 
  • სს საქართველოს კაპიტალი; 
  • შპს სითი ლოფთი; 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი; 
  • სს ბიჯეო ჯგუფი.

ქვეყნების მიხედვით, ინვესტიციების სრული რეიტინგი ასეთია:

1 გაერთიანებული სამეფო - $247 783 708 ზრდა წინა წელთან 39% ;
2 თურქეთი - $236 524 610 ზრდა წინა წელთან 377% ;
3 ირლანდია - $132 728 709 ზრდა წინა წელთან 4103% ;
4 აშშ - $99 017 100 კლება წინა წელთან -3% ;
5 პანამა - $78 124 815 ზრდა წინა წელთან 5% ;
6 ნიდერლანდი - $52 898 249 კლება წინა წელთან -75% ;
7 რუსეთი - $50 541 859 კლება წინა წელთან -27% ;
8 ჩინეთი - $40 411 732 კლება წინა წელთან -47% ;
9 იაპონია - $39 205 347 ზრდა წინა წელთან 710% ;
10 აზერბაიჯანი - $38 394 528 კლება წინა წელთან -84% ;
11 ლუქსემბურგი - $36 491 324 კლება წინა წელთან -27% ;
12 დანია - $30 614 158 ზრდა წინა წელთან 101% ;
13 კორეა - $21 447 606 კლება წინა წელთან -34% ;
14 ისრაელი - $19 209 539 კლება წინა წელთან -712% ;
15 კვიპროსი - $18 496 243 კლება წინა წელთან -122% ;
16 საფრანგეთი - $18 113 316 კლება წინა წელთან -27% ;
17 ჩეხეთი - $18 096 762 კლება წინა წელთან -76% ;
18 არაბეთის გაერთიანებული ემირატები - $17 101 220 კლება წინა წელთან -43% ;
19 სომხეთი - $14 386 030 ზრდა წინა წელთან 46% ;
20 ესტონეთი - $12 469 560 კლება წინა წელთან -16% ;
21 ინდოეთი - $10 200 293 კლება წინა წელთან -341% ;
22 გერმანია - $7 920 199 კლება წინა წელთან -80% ;
23 უკრაინა - $7 589 799 ზრდა წინა წელთან 483% ;
24 ყატარი - $7 445 563 კლება წინა წელთან -2%.
25 დანარჩენი ქვეყნები - $10 555 309 ზრდა წინა წელთან 142% ;