31.ოქტომბერი .2020 20:15

ბიძინა ივანიშვილი: ქართველი ამომრჩეველი არ შემცდარა

ბიძინა ივანიშვილი: ქართველი ამომრჩეველი არ შემცდარა
views 839
უკან

„ქართველი ამომრჩეველი არ შემცდარა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ერეკლეს მოედანზე, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ ლიდერები არიან შეკრებილები და არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

„გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს აქტივისტებს, ლიდერებს, ახალგაზრდებს - თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში.

ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, ამას ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა