მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსი: იზოლაციის დაცვის შემთხვევაში, ქვეყნები ჩვეულ რეჟიმს 6-10 კვირაში დაუბრუნდებიან

5e749591cb5e4
ნათია თაქთაქიშვილი
21.03.20 00:10
8386
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსი აცხადებს, რომ თუკი იზოლაციის ნორმები ზედმიწევნით იქნება დაცული, მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას შეძლებს და ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს 6-10 კვირაში დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

„ჩინეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, კარანტინმა და იზოლაციამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთში ინფიცირების რიცხვი მნიშველოვნად არის შემცირებული. ჩემი აზრით, 6-10 კვირიანი კარანტინის შემთხვევაში, ქვეყნები ნორმალურ ცხოვრების რითმს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ვირუსთან საბრძოლველად 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რომელიც კორონავირუსის გამოსავლენ ტესტების წარმოებაზე დაიხარჯება.