მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BILD-მა საქართველო 2023 წლის 5 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

641979986c030
BM.GE
21.03.23 13:45
618
გერმანული გამოცემა BILD მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემამ ხუთი მიმართულება შეარჩია, სადაც დასვენება გერმანელებისთვის შედარებით იაფი იქნება.

სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.

„საქართველო ტერიტორიით ბავარიისხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. ქვეყანას უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო”,-აღნიშნულია სტატიაში.

Bild ყურადღებას ასევე ამახვილებს საქართველოსთან არსებულ პირდაპირ ფრენებზეც. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე 4 საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგემიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით. სტატიის ავტორი მკითხველს ასევე აფრთხილებს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს მოგზაურობა გაძვირებული იქნება.