მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო კონკურენტი პლატფორმა FTX-ის გაკოტრებასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს.
"ვფიქრობ, რომ ახლა რაც კრიპტოინდუსტრიაში ხდება, ძალიან ჰგავს 2008 წლის ფინანსურ კრიზისს. ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე, FTX-ი გაკოტრდა. გასული თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნეგატიური მოვლენა მოხდა, კერძოდ, Terra/Luna-ს კოლაფსი, Three Arrows Capital-ის, Voyager-ისა და Celsius-გაკოტრება, თუმცა მათთან შედარებით FTX-ის გაკოტრება ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა.
FTX-ის საბაზრო ღირებულება ამ მოვლენებამდე დაახლოებით 30-40 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც გასულ კვირას ფაქტობრივად გაქრა. გარდა ამისა, დაკარგულია კლიენტების რამდენიმე მილიარდი დოლარიც.
მსგავსი მოვლენები ინდუსტრიისათვის დამანგრეველია, მომხმარებლის ნდობა გამქრალია, რის გამოც ვფიქრობ, რომ კრიპტოინდუსტრიამ რამდენიმე წლით უკან დაიხია.
ვფიქრობ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა მარეგულირებელი ორგანო უფრო მკაცრად მიუდგება კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხს, რაც მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდუსტრიისთვის კარგი იქნება.
აქამდე რეგულაციები მხოლოდ KYC და AML სისტემებზე იყო კონცენტრირებული, ანუ კლიენტების ვინაობის ვერიფიცირებაზე, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს თავად კრიპტობირჟების ოპერირების საკითხს, კერძოდ, რეზერვების შემოწმებას და აქტივების მართვას. ვფიქრობ, რომ რეგულატორები სწორედ ამ მიმართულებით დაიწყებენ მუშაობს და ეს ინდუსტრიისთვის ნამდვილად პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ტკივილი და კოლოსალური დანაკარგი იგრძნობა და ამ ნეგატიურ ეფექტებს ჩვენც ვგრძნობთ, ათასობით ადამიანმა დაკარგა აქტივები, ინდუსტრიის მიმართ ნდობა კი მკვეთრადაა შემცირებული, თუმცა ასეთი მოვლენებიც საჭიროა, რათა მომავალში უფრო ძლიერი, მდგრადი და ჯანსაღი ინდუსტრიის შექმნა შევძლოთ.
ვფიქრობ, რომ გასულ დღეებში უდიდესი პრობლემები გამოვლინდა, თუმცა თავად ეს პრობლემები ამ 4-5 დღეში არ წარმოქმნილა. როგორც ირკვევა, FTX-ი ბიზნესის გასაფართოებლად არამიზნობრივად იყენებდა მომხმარებლის პირად თანხებს, რითაც ზრდიდა რისკებს.
FTX-ის ჩამოშლის დასაწყისი CoinDesk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო კრიპტობირჟის რეზერვების არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ. სწორედ ამ სტატიის გავრცელების შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრებმა გვითხრეს, რომ Binance-ზე დაახლოებით 580 მილიონი დოლარის FTT ტოკენი იყო, რომელიც მაშინ მივიღეთ, როცა FTX-ის 20%-იანი წილი გავყიდეთ 2021 წელს.
გადავწყვიტეთ, ამ აქტივის ლიკვიდირების შესახებ გამჭვირვალე ვყოფილიყავით და საზოგადოებისთვის გვეთქვა რასაც ვაპირებდით. ჩვენმა მარკეტინგის გუნდმა გადაწყვიტა, რომ საკითხის სენსიტიურობის გამო ინფორმაცია უშუალოდ მე უნდა გამევრცელებინა ჩემი Twitter-ის ანგარიშით. ნამდვილად არ მეგონა, რომ ან ტვიტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა და ბაზარზე პანიკას გამოიწვევდა.
ამ ყველაფრის შემდეგ FTX-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან დალაპარაკება სურდა. თავიდან არ ვიცოდი ზუსტად რაზე სურდა მას საუბარი. თუმცა მალევე გაირკვა, რომ FTX-ი მძიმე მდგომარეობაში იყო და მას დახმარება სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, FTX-ს დავხმარებოდით და მომხმარებლები დაგვეცვა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ FTX-ის ყიდვა ჩვენს ინტერესში არ იყო, რადგან ამ პლატფორმას Binance-თან შედარებით არავითარი ტექნიკური უპირატესობა არ აქვს, ერთადერთი მიზანი, რის გამოც FTX-ის ყიდვაზე დავთანხმდით მომხმარებლების დაცვა და მათი აქტივების გადარჩენა იყო.
განხილვის და მოლაპარაკებების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ FTX-ი მოსალოდნელზე უარეს მდგომარეობაში იყო, გარდა ამისა, აშშ-ში მის წინააღმდეგ არაერთი გამოძიება მიმდინარეობდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კრიპტობირჟის შეძენაზე უარი გვეთქვა, თანაც მყისიერად, დროის გაწელვის გარეშე. როგორც იცით, ბაზარზე გაურკვევლობაზე უარესი არაფერია, ინვესტორებს გაურკვევლობას პირდაპირ ცუდი ამბავი ურჩევნიათ, ამიტომაც ჩვენი პირველი განცხადებიდან 24 საათში გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ Binance-ი FTX-ის ყიდვაზე უარს ამბობდა, სულ ეს იყო", - განაცხადა ჩანგპენგ ჟაომ ინდონეზიაში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე.
რეალურად რამ გამოიწვია კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსი?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი