მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

637797885f181
გიორგი თოლორდავა
18.11.22 18:33
968
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე უაღრესად მკვეთრი დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, რამდენიმე წუთში ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 4.3%-ით 86 დოლარამდე შემცირდა; WTI Crude-ის ფასი კი 5%-ით, 77-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა.

ნავთობის ფასების შემცირება ჩინეთში გავრცელებულ ცნობებთანაა დაკავშირებული, როგორც ჩანს, კომუნისტური მთავრობა პანდემიის მართვის მიზნით ახალი რეგლამენტზე მუშაობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთში ლოკდაუნებისა და რეგულაციების გაუქმება დაგეგმილი არ არის.

მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი პირდაპირ ახდენს გავლენას ენერგორესურსების ფასებზე. აგრეთვე გასათვალისწინებელი ის მოცემულობაც, რომ ინვესტორები და ტრეიდერები უახლოეს მომავალში რეგულაციების გაუქმებას ვარაუდობდნენ, რაც ენერგორესურსების ბირჟაზეც შესაბამისად იყო ასახული.

მეორე საკვანძო საკითხი აშშ-არაბეთის ურთიერთობებს უკავშირდება, სწორედ დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ბრალი არ მიუძღვის.

აღნიშნულ საკითხი წლების განმავლობაში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ნიადაგს წარმოადგენდა, აშშ-ის მიერ პოზიციის დათმობა კი ინვესტორებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ საუდის არაბეთი მომავალში პროამერიკულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ნავთობის მიწოდების საკითხს უკავშირდება, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ არაბეთი OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერია, პრინცი ბინ სალმანი კი კარტელის ხელმძღვანელი.