მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ხორბლის ფასი გაიზარდა

64bf8bd806e5f
გიორგი თოლორდავა
25.07.23 12:49
760
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი მკვეთრად იზრდება. ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 12%-ით მოიმატა და 7 დოლარი და 46 ცენტი შეადგინა, რაც 6-თვიანი მაქსიმუმია.

მარცვლეულის გაძვირება პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან. მოგეხსენებათ, მოსკოვმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის განცხადებით, გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იქამდე არ გახანგრძლივდება, სანამ რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მოთხოვნებს შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები