24.თებერვალი .2022 12:09

უკრაინის გვერდში ვდგავართ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უკრაინის გვერდში ვდგავართ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
views 441
უკან

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას ტვიტერზე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი უნდა შეაჩეროს, რათა ვითარება სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

“სამწუხაროდ, უკრანაიში ომი თავიდან ვერ იქნა აცილებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის შესაჩერებლად, რათა კონფლიქტი სრულმასშტაინი არ გახდეს და საერთაშორისო ნორმების დაცვა მოხდეს. ამ მძიმე დროს ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ”,-წერს პაპუაშვილი.

ამ დროისთვის (12:08) არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს არ გამოხმაურებიან.