მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს ქართველ ხალხზე - პაპუაშვილი EaP-ის ინდექსზე

პარლამენტი

სამწუხაროდ, ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს საქართველოსა და ქართველ ხალხზე, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ ინდექსს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

EaP-ის ინდექსით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ტრიოში, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვთ, საქართველო მესამე, ბოლო ადგილზეა.

„შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებულები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ამ შეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. სერიოზულიც არაა იმის განხილვა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ მათ შორის ევროკომისიის შეფასებებს, ვინ სადაა დემოკრატიის მიმართულებით. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

EU-სთან დაახლოების კუთხით ტრიოში საქართველო ბოლო ადგილზეა - EaP-ის ინდექსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები