მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვხედავთ ვინ ხარობს ამ დაპირისპირებით“ - პაპუაშვილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

64a5506f68587
BM.GE
05.07.23 15:10
512
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებობს ადამიანების ჯგუფები, ვინც საქართველოს და უკრაინის დაპირისპირებით ხარობს.

საქმე ის არის, რომ უკრაინამ საქართველოს ელჩი სამშობლოში გამოუშვა. როგორც ცნობილია, საქართველოში დაბრუნებული ელჩის მთავარი გზავნილი უკრაინის მოთხოვნა იქნება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისი ამ ეტაპზე ომში მყოფ უკრაინას შემხვედრი ნაბიჯით არ უპასუხებს.

„თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავად უკრაინას არ მიეშველება ამ ბრძოლაში. ამიტომ ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვისვეა საზიანო, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ისიც ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით, ის ადამიანები ვინც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინას და საქართველოს უკრაინის მეგობრობაზე, ზუსტად ის ხალხია გახარებული. ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ უცხოელი აქტორები, ვისაც ეს გადაწყვეტილება უხარია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები