20.თებერვალი .2020 13:00

ბიუჯეტი 20 მლნ-მდე ლარს კარგავს, - მინისტრი ელექტროსიგარეტებიდან მისაღებ შემოსავალზე

views 518
უკან

პირველადი დათვლებით, ელექტროსიგარეტების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარამდე თანხას კარგავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივი ღონისძიებებით ეს პრობლემა მოგვარდება.

"მხოლოდ თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა 724 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ანუ თამბაქოსთან დაკავშირებული გადასახადებით 2019 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა იქნა მობილიზებული. მიღწეული შედეგებით ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა თამბაქოს გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება, ეს ადასტურებს გადადგმული ნაბიჯების სისწორეს.

ამ მიმართულებით გარკვეული სირთულეები კვლავ შეინიშნება, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტებთან მიმართებაში. ჩვენი პირველადი დათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარამდე თანხას კარგავს და ვფიქრობთ, ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწევთ სასურველ შედეგს", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა