18.ივნისი .2021 21:40

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მზარდია

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მზარდია
views 484
უკან

სახელმწიფო ხაზინამ 2021 წლის ხუთი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გადასახადების სახით 4.24 მილიარდი ლარის მობილიზება შეძლო, რაც 2021 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის გეგმის 86.5%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება წინასწარ განსაზღვრულ გეგმაზე უფრო მაღალი ტემპით ხდება.

2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, შესაბამისად საგადასახადო შემოსავლების პროგნოზიც ამ მაჩვენებლით არის დათვლილი. თუმცა, აპრილში არსებული 44.8%-იანი ზრდის გამო მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირების და საპროგნოზო ეკონომიკური ზრდის 6.5%-მდე გაზდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფაქტორის გამო, მთავრობა ბიუჯეტში წელს დამატებით 300 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლის მობილიზებას განიხილავს.

2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები ასე ნაწილდება:

• დღგ - 1,776,385,000 ლარი, ექვსი თვის გეგმის 90.4%;
• საშემოსავლო გადასახადი - 1,326,531,900 ლარი, ექვსი თვის გეგმის 85%;
• აქციზის გადასახადი - 579,854,000 ლარი, ექვსი თვის გეგმის 98%;
• მოგების გადასახადი - 552,911,000 ლარი, ექვსი თვის გეგმის 90.6%;

როგორც სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან ჩანს, იანვარ-მაისში აქციზის გადასახადის ექვსი თვის გეგმა 98%-ით შესრულდა, ასევე ხუთი თვის შესრულების მაჩვენებელი ექვსი  თვის გეგმის 90%-ზე მაღალია დღგ-ისა და მოგების გადასახადების შემთხვევაშიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა