მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2027 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა PPP-ის მიხედვით $30 000 მიაღწევს - ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში, 2 წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა პანდემიამდელ ტენდენციას უბრუნდება და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს.

საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს.

„აღსანიშნავია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ისევ ინვესტიციების კომპონენტია. მიმდინარე წელს, ჩვენ ეკონომიკურ ზრდას - 6,5%-ს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2%-ია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30,000 დოლარს მიაღწევს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები