მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესებისთვის დაწესებული რეგულაციები გადახედვას არ ექვემდებარება - გაბუნია

6059ad225fedf
ინგა მურუსიძე
23.03.21 13:20
556
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ დროისთვის ბიზნესებისთვის დაწესებული რეგულაციები გადახედვას არ ექვემდებარება.

განცხადება მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ პანდემიის პირობებში მინიმუმ წელიწადნახევარი მოგვიწევს ცხოვრება და არსებული რეგულაციები რუტინად უნდა იქცეს.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა. შეზღუდვების შემდგომი მოხსნა ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით მოხდება. რაც შეეხება არსებულ რეგულაციებს, ისინი ბიზნესგარემოში ინფექციის კონტროლისა და უსაფრთხოებისთვის არის დაწესებული და გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიის პირობებში ძალიან დიდხანს, წელიწადნახევარი მაინც მოგვიწევს ცხოვრება, სულ მცირე. ეს არის უკვე ის სტანდარტული რუტინა ბიზნესგარემოში, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.