მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესფორუმი ბათუმში - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

63d10b9ba2186
BM.GE
25.01.23 09:26
761
სტატიაში საუბარია:
"მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA)” ორგანიზებით 2 თებერვალს, ბათუმში მასშტაბური ბიზნესფორუმი ჩატარდება. ფორუმი მიეძღვნება ფინანსებზე ხელმისაწდვომობის თემას და მიზნად ისახავს დამსწრე აუდიტორიის ინფორმირებას ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ფინანსებზე წვდომა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. არსებობს პრობლემები, რომელიც ბარიერებს ქმნის დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით, თუმცა ამავდროულად არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული.

ფორუმზე მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები და სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.

ფორუმზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://bit.ly/3ky60TM

ფორუმი იმართება საქართველოს ბანკისა და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს მხარდაჭერით.

SMEDA-ს ორგანიზებით ანალოგიური ღონისძიებები წინა წლებშიც ჩატარდა. როგორც ასოციაციაში განგვიცხადეს, მიმდინარე წლის განმავლობაში კიდე რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, ამჯერად უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში.


NS