მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს“ - რას აპროტესტებს ცეზარ ჩოჩელი?

5f5d0a243cf57
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 21:30
1272
ბიზნესმენის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს იმის გარანტია, რომ ბიზნესის განვითარება ხელისუფლების ცვლილებაზე არ იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად ბიზნესების მიერ პარტიების დაფინანსებით განისაზღვრება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საკითხი, რაც კომპანიებს განვითარების არათანაბარ გარემოს უქმნის.

„ბიზნესი აფინანსებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ კანონი, რომ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში იღებენ მონაწილეობას, კატეგორიულად აეკრძალოთ არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახის წევრებს შემოწირულობა. ეს მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტია. მე ვისურვებდი ბიზნესი იმაზე არ იყოს აგებული, ვინ იქნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულმა ცეზარ ჩოჩელმა.