მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და გვქონდა ყოველთვის ბიზნესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიზნესთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.
„ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და გვქონდა ყოველთვის ბიზნესთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო შემდეგი: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდით უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს და ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. მას შემდეგ, რაც პანდემიის შემდგომ გავხსენით ქვეყანა, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, გამოგვყვა და შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ეკონომიკის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით იმის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, საქართველოში არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამას სჭირდება შენარჩუნება. „ამას სჭირდება მეტად პროგნოზირებადი გარემო, ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ასეც არის. სიტუაცია დამშვიდებულია, ტურიზმი აღდგენილია და ძალიან კარგი, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აღნიშნა მან.
ღარიბაშვილის თქმით, 30%-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა.
„2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო თითქმის 50 მლრდ ლარი, 2023 წლის იანვრისთვის, მშპ იქნება დაახლოებით 80 მლრდ. სულ რაღაც ორ წელიწადში, 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.
ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესთან ახალ ინიციატივებზე, პროგრამებზე, პროექტებზე. მთავრობამ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ჩვენ შევთანხმდით მთელ რიგ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც განვახორციელებთ. მთავრობა უსმენს ბიზნესს და ერთ-ერთი მაგალითი, რაც მინდა შეგახსენოთ, არის შემდეგი: მე შარშან დეკემბერში შევხვდი ფარმაცევტულ ბიზნესს. მაშინ თვეების წინ დაწყებული მქონდა მუშაობა მედიკამენტების, წამლების ფასებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებდა და მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებდა. როგორც კი მოვისმინე ეს წუხილი და პრობლემები, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი. მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი: სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი