მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ტურისტული გადასახადის შემოღების იდეით გამოდის -„ეს კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის გამოსავლის ძებნაა“

5f12b24f04ada
ელენე გოგბერაშვილი
18.07.20 12:33
1567
ტურიზმის სექტორი პანდემიის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებს. როგორც bm.ge-თან სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, 2021 წლის ივნისამდე ტურიზმის სექტორი, რომელიც გიდებს, სასტუმროებს, სატრანსპორტო კომპანიებს, რესტორნებს და ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ კომპანიებს აერთიანებს, არის გადახდისუუნარო. ამ პერიოდში კი საბანკო ვალდებულებების მომსახურებისთვის სექტორს 140 მლნ დოლარი სჭირდება.

„ბიზნესი გადასახადებს ვერ გადაიხდის ბანკებთან მიმართებაში. ბანკებთან ვილაპარაკეთ და ეს არის 140 მილიონი დოლარი, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ სესხები თავის ძირიან პროცენტიანად გადავადდეს ერთი წლით, 2021 წლის ივნისამდე. ჩვენ უნდა ვიშოვოთ 140 მლნ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ კრედიტი უნფა ავიღოთ დონორებისგან, რომ ერთი წლით სესხები გადავავადოთ.

ჩვენი იდეა არის ერთ-ერთი გამოსავლის ძებნა, როგორ ვიშოვოთ ეს 140 მლნ დოლარი. ამის ერთ-ერთი გზაა 25 წლიანი სესხი ავიღოთ, ქვეყანამ აიღოს და ამის საფუძველზე მოხდეს სესხების მომსახურება. თუ ვინმეს სხვა იდეა აქვს, სხვა გამოსავლი, მზად ვართ განვიხილოთ.

ამ წუთას ვართ კუთხეში მიმწყვდეული ადამიანები, რომლებიც გამოსავალს ვეძებთ, რათა არ ჩამოყალიბდეს ისეთი მდგომარეობა, რომ სექტემბრის მერე ბევრმა დაკარგოს ქონება და დარჩეს არამხოლოდ შემოსავლის, არამედ ქონების გარეშე“-აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, ტურისტული გადასახადის შემოღება ერთ-ერთი იდეაა, რომელიც ზემოთხსენებული 25 წლიანი სესხის დასაფარად მიემართება. როგორც ალავერდაშვილი ამბობს, ინიციატივას უკვე გადიან როგორც შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე ბანკებთან, რადგან თუ ტურიზმის სექტორი გადახდისუუნარო გახდება, ბანკებიც გარკვეული რისკების წინაშე დადგებიან.

„ტურისტული გადასახადი ახალი იდეა რა არის, ეს მსოფლიოში მიღებული თემაა, 2017 წელს ჩვენთანაც იყო საუბარი ამაზე, უბრალოდ მაშინ ჩავთვალეთ, რომ არ იყო ეს მიმართულება საჭირო. ახლა ვფიქრობთ, რომ ამისთვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანგარიში, როცა სტუმარი შემოვა, ეს არის 1 ევროს გადასახადი, რომელიც მიიმართება 25 წლიანი სესხის დასაფარად. დავარქვათ ეს იყოს კოვიდ სესხი, რომელიც სექტორს 25 წელიწადში ექნება გასასტუმრებელი. სხვა იდეასაც ვიღებთ, რომ ეს სექტორი გამოვიყვანოთ კრიზისიდან.

სამთავრობო სტრუქტურებსაც ველაპარაკებით, საბანკო ასოციაციასთან გვქონდა შეხვედრა. ეს ბანკებისთვისად დიდი გამოსავალი იქნება, როცა შეიძლება ბანკები დადგნენ იმის წინაშე, რომ ბევრი ადამიანი დატოვონ ქონების გარეშე. არც ბანკებს უხარიათ ამ რეალობაში ყოფნა და ისინიც ბევრს ფიქრობენ, რა გააკეთონ ამ მდგომარეობაში“-აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.