მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება აღარ იგეგმება

60743d8915efa
ინგა მურუსიძე
12.04.21 16:41
1016
ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესებას არ გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა აღარ მიმდინარეობს.

ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის შეღავათის პერიოდის გახანგრძლივებას შეეხებოდა. 

„ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის ბიუჯეტის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის“, - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ: ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლს მაისის ჩათვლით. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები