მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ „ბილაინი“ $45 მილიონად იყიდა

62a0b89b3793f
სალომე მეცხვარიშვილი
08.06.22 19:02
2558
Veon-ი საქართველოში ბიზნესის გაყიდვის შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Veon-მა დაასრულა საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის Veon Georgia-ს გასხვისების პროცესი. მათი ინფორმაციით, ტრანზაქციის ღირებულება 45 მილიონი დოლარია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ვიონის" გადაწყვეტილება განპირობებულია მათი გრძელვადიანი ამბიციით, გაამარტივონ ჯგუფის სტრუქტურა.

"მოლაპარაკებების შედეგად წარმატებით დავასრულეთ შეთანხმება საქართველოში ჩვენი შვილობილი კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენს ყოფილ ადგილობრივ პარტნიორთან. ეს ტრანზაქცია მორიგი წინგადადმული ნაბიჯია ჩვენი ჯგუფის ოპერაციების გამარტივებისკენ. “Beeline საქართველო” ლიდერია ქვეყანაში 4G-ის პენეტრაციითა და ციფრული სერვისების მიმართულებით, რაც “ვიონის” ციფრული ოპერაციული სტრატეგიის წარმატებულად განხორციელების დამსახურებაა. ახალი ქართველი მფლობელი და კომპანიის მენეჯმენტი მზად არიან გააგრძელონ კომპანიის წარმატებული განვითარება და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ციფრულ ტრანსფორმაციას”, -აცხადებს Veon-ის აღასრულებელი დირექტორი კაან თერზიოღლუ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ "ბილაინის" მფლობელის ცვლილებას მხარი მაისის დასაწყიში დაუჭირა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წილის გასხვისებამდე "ბილაინი" ეკუთვნოდა VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ, WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს - 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში, ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები