მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს არ დავუტოვებთ ამ პრობლემას" - როგორ მიხედავს მთავრობა წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ დევნილებს

5dc91a019692d
თელარა გელანტია
11.11.19 12:19
841
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები ახალი სახლებით 2021 წლისთვის სრულად დაკმაყოფილდებიან. 

ამის შესახებ მინისტრმა წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე განაცხადა და დასძინა, რომ დევნილებისთვის წყალტუბოში ახალი სახლები უკვე შენდება.

„ჩვენ უკვე ვაშენებთ 700 ოჯახზე ცოტა მეტისთვის საცხოვრებელ სახლებს, რომლის დასრულება წელს და მომავალ წელს ეტაპობრივადაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე იდება ინვესტიცია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და 2021 წელს გვექნება შესაძლებლობა, რომ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ამ ეტაპზე სასტუმროებშია განთავსებული, მათ შევთავაზოთ საცხოვრებელი, ახალი სახლები; შესაბამისად, ბიზნესს არ დავუტოვებთ ამ პრობლემას გადასაწყვეტად და ეს იქნება ჩვენი - სახელმწიფოს ტვირთი“, - განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციითვე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოამზადებს წყალტუბოს გენგეგმას და ასევე, ადგილზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობაც ძირითადად აღნიშნული უწყების დასაფინანსებელია.

„უშუალოდ წყალტუბოში ჩვენ ამ ეტაპზე ვასრულებთ უკვე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს საკანალიზაციო ქსელი მთლიანად კურორტზე“, - აღნიშნა მინისტრმა.