მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურების ვალდებულება არ ექნება

5f633bcbe2325
BM.GE
17.09.20 14:32
1853

88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. პარლამენტმა დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული "შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა, თუმცა დაკორექტირდა ის მუხლი, რომლითაც ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურება უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ზეგანაკვეთური შრომა მოქმედ კოდექსში არსებული მუხლის შესაბამისად გამოითვლება ანუ ნორმირებული სამუშაოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდება.

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი პრინციპული საკითხი კერძო სექტორისთვის, რაზეც საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შენიშვნები ჰქონდა. 

"ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის ქვედა ზღვარის 125 პროცენტით განსაზღვრა პირდაპირპროპორციულად აისახება ნებისმიერი კომპანიის ხარჯებზე და აქედან გამომდინარე, მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასებზე"-აცხადებდნენ ასოციაციაში.

კერძო სექტროს შენიშვნები ჰქონდა შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებითაც, თუმცა მეორე მოსმენისას კანონპროექტში არსებული ჩანაწერი არ შეცვლილა. შრომის ინსპექციას "შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიხედვით კომპანიაში შესვლა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეეძლება.