მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.40 ლარი გახდა

5fa3a92681a3b
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.20 11:29
1461
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დღეს მკვეთრად გაუფასურდა - ვაჭრობა 3.35-ის კურსით გაიხსნა, რის შემდეგაც დროის მოკლე პერიოდში დოლარის ღირებულება 3.40-მდე გაიზარდა. 

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა; მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც მოახდენს გავლენას. 

რაც შეეხება დოლარის ოფიციალურ კურსს, ის დღეისთვის 3.3409 ლარს შეადგენს. ჯამურად ბოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება 13 თეთრით გაიზარდა.

ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად $60 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა $710 მილიონი დოლარი გაყიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები