მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: რუსეთის ეკონომიკის 2022 წლის პროგნოზი გაუარესდა

6239dbb98daa6
მარიამ ადამია
22.03.22 21:42
1572

Goldman Sachs-მა და Barclays-მა რუსეთის ეკონომიკის 2022 წლის პროგნოზი გააუარესა. ორივე ბანკი მის შემცირებას ელოდება. უფრო კონკრეტულად კი, Barclays მიმდინარე წელს - 12,4%-ით, ხოლო მომდევნო წელს 3,5% შემცირებას აანონსებს, ეს მაჩვენებლები Goldman Sachs-ის შემთხვევაში, 10% და 7 %-ს უტოლდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

Barclays-ის ეკონომისტების აზრით, სანქციები,  რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შედეგად დაუწესდა, კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე, რაც დროთა განმავლობაში გამოჩნდება და გამოიწვევს მოხმარების, ინვესტიციებისა და იმპორტის შემცირებას.

Goldman Sachs-ის მიხედვით, სანქციებმა რუსეთს ექსპორტის კუთხით იმაზე დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ბანკი ამას დასაწყისში ვარაუდობდა, ამიტომაც მოუწიათ პროგნოზების გადახედვა. თუმცა  Barclays-სგან განსხვავებით, ის უშვებს ფაქტს, რომ შესაძლოა რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს, 2,4%-ით გაიზარდოს, 2024 წელს კი 3,4%-იან ზრდას ელოდება. მისივე თქმით, თუ რუსეთთან ვაჭრობაზე ახალი შეზღუდვები არ დაწესდება და ენერგორესურსების ღირებულება მაღალი დარჩება, რუსეთი შეძლებს თავისი ძირითადი ხარჯების დაფარვას.

Bloomberg Economics-ის წინასწარი შეფასებით, წელს რუსეთის მშპ დაახლოებით 9%-ით შემცირდება. რუსეთის ხელისუფლებას კი, ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ახალი პროგნოზები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინმა, 16 მარტს გამოაცხადა, რომ ქვეყანა უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდას ელოდება, ხოლო ეკონომიკის აღდგენაში მთავარი როლი სწორედ კერძო ბიზნესს ეკისრება.