მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW წელს მოგების მნიშვნელოვან ზრდას ელის

6051b0380d601
თათია კაკიაშვილი
17.03.21 22:50
750

გერმანური ავტომწარმოებელი კომპანია BMW წელს მოგების მნიშვნელოვან ზრდას ელის. ამის შესახებ CNBC კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, მოგების ზრდის მთავარი წილი კომპანიის მფლობელობაში მყოფი ბრენდების გაყიდვებზე მოდის.

უფრო ზუსტად, BMW-ს მენეჯმენტში, რომელიც MINI-ს და Rolls-Royc-ის ბრენდებს ფლობს, აცხადებენ, რომ საავტომობილო სეგმენტი ავტომობილების მიწოდებას წლიურად გაზრდის, რაც პირდაპირპროპორციულად გაზრდის მოგების მაჩვენებელსაც.

2021 წლის Forbes-ის მონაცემებით, BMW–ს შემოსავალმა 2020 წლის 30 სექტემბერს დასრულებული კვარტალისთვის 30,725 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,61%–ით მეტია. საგულისხმოა, რომ წლიდან წლამდე ავტომწარმოებელი კომპანიის ქონება უფრო და უფრო იზრდება და, როგორც ჩანს, ამაზე გავლენა ვერც COVID-19-ის პანდემიამ მოახდინა.