მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის მოზარდი შეიყვანეს

5ea136fecf80b
ინგა მურუსიძე
23.04.20 10:35
743
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის მოზარდი შეიყვანეს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ დაგვემატა 1 პაციენტი, 5 წლის ბავშვი, რომლის წყაროც არის მარნეული. მისი ოჯახის წევრები არიან ინფიცირებულები. მოზარდის ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი 21 პაციენტიდან 4 არის საყურადღებო. 12 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ყველა პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.