მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ი ზარალის გამო დამატებით 7 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

5f99795f2b23b
ნათია თაქთაქიშვილი
28.10.20 20:20
770
თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Boeing-ი აცხადებს, რომ ზარალის ფონზე კომპანია დამატებით 7 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიამ წლის დასაწყისისთვის უკვე განაცხადა 19 000 თანამშრომლის შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც დღეს გახდა ცნობილი წლის ბოლომდე დამატებით კიდევ ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს.

მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის ზარალმა $754 მლნ შეადგინა, ხოლო შემოსავლები $5.8 მლრდ-ით ანუ 29%-ით შეუმცირდა.

Boeing-მა დროებით შეაჩერა როგორც ახალი თვითმფრინავების წარმოება, ასევე შეკვეთები, რადგან პანდემიის გამო ავიაციის სექტორი კრიზისულ მდგომარეობაშია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ Boeing-ის მდგომარეობა მეორე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან მეორე კვარტალში კომპანიის ზარალმა $3.3 მლრდ შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან პირველ სამ თვეში Boeing-მა $1.7 მლრდ იზარალა.

მიუხედავად იმისა, რომ Boeing-ის ზარალმა კვარტალურ ჭრილში იკლო, კომპანია მაინც კრიზისშია ავიაციის სექტორში პანდემიის გამო შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო.